Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32860900 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

წალკა

წალკა, ქალაქი საქართველოში, წალკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავისა და მდინარე ხრამის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე. მისი ძველი სახელია ეძანი, მოგვიანებით ბარმაქსიზი (1932 წლამდე). ისტორიული წალკა წყალსაცავმა დაფარა. X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. ქალაქად გამოცხადდა 1984 წელს. მოსახლეობა 1,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის წმ. დემეტრეს სამეკლესიანი ბაზილიკა, იქვეა 1912 - 1916 წწ.აშენებული ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია კი X საუკუნეს მიეკუთვნება.
ეძანი:www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=574

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/წალკა

Recent city comments:

  • სტადიონი, gevorq (guest) wrote 13 წლის წინ:
    magari sakaifo stadionia
წალკა on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...